სიახლე GeOlymp 2011 - მესამე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება III ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია dzaliansastikiparoli.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp Series 2011 - მესამე ეპიზოდი

2011 წლის 15 მაისს 12 საათზე დაიწყება მესამე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება "მზიურის" მოსწავლეებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ხოლო მონაწილეობის მსურველები უნდა გამოცხადდენ ცენტრში 11 საათზე.

სიახლე 2011 სერიის მეორე ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, 16 აპრილს ჯეოლიმპის 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

რაუნდი მიეძღვნა ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.

ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით.

ჯეოლიმპის ლოკალურ ტურში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 40-ზე მეტმა სტუდენტმა იასპარეზა.

გთავაზობთ მათ შედეგებს, ვინც ამოხსნის პროგრამული კოდი გააგზავნა შეჯიბრის დროს. ეპიზოდის სრული რეიტინგი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

სრულად წაკითხვა
გარჩევა GeOlymp 2011 - Episode II Analysis
# ამოცანა ავტორი
A semifinals ელდარ ბოგდანოვი
B karaoke ელდარ ბოგდანოვი
C destination ელდარ ბოგდანოვი
D running ელდარ ბოგდანოვი
E island ნიკა ჯიმშელეიშვილი
სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 - Episode II ჟიურის დასკვნა

ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მეორე ეპიზოდი დასრულდა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა 2010 წლის ინფორმატიკის მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41–ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა ნოდარ ამბროლაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი ასევე თსუ–ს სტუდენტს, ლევან ვარამაშვილს ერგო.

სპორტული თვალსაზრისით შეჯიბრმა უნაკლოდ ჩაიარა, ამოცანების პირობებში ან სისტემურ ტესტებში უზუსტობები არ აღმოჩენილა.

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 - მეორე ეპიზოდის შედეგები

სერიის მეორე ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 105 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით. გასული რაუნდის ამოცანები შეგიძლიათ Upsolving შეჯიბრში მიიყვანოთ ბოლომდე.

გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.


მეორე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41)
2. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
3. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41)
2. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi)
3. გიორგი სვანაძე (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტები:

1. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
2. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
3. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)

სიახლე GeOlymp 2011 - მეორე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება II ეპიზოდი. კონტესტის დასაწყისი გადაიდო 20 წუთით.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია tsurocks.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...